Accessibility links

დელიში მომხდარ აფეთქებას 11 კაცი ემსხვერპლა


11 კაცი დაიღუპა და ათეულობით დაიჭრა ნიუ დელიში, უზენაესი სასამართლოს შენობასთან მომხდარის აფეთქების დროს. ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, ასაფეთქებელი მოწყობილობა, როგორც ჩანს, ხელჩანთაში იყო დამალული. აფეთქება მოხდა უზენაესი სასამართლოს შენობის შესასვლელთან, სადაც ბრბო იყო შეკრებილი. ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა მანმოჰან სინგხმა დაგმო მომხდარი თავდასხმა. „ეს არის ტერორისტული ბუნების მხდალი ნამოქმედარი. ჩვენ დავუპირისპირდებით ამას, ჩვენ არასოდეს დავემორჩილებით ტერორისტების ზეწოლას. ეს არის ხანგრძლივი ბრძოლა, რომელშიც ყველა პოლიტიკური პარტია, ინდოეთის მთელი ხალხი ერთიანია იმაში, რომ ტერორიზმის მახვილი დაილეწოს.” გამოძიების თანახმად, ტერაქტის მოწყობაზე პასუხისმგებლობა იკისრა სამხრეთ აზიაში მოქმედმა ექსტრემისტულმა დაჯგუფება - ჰარკათ ულ ჯიჰად ალ-ისლამიმ, რომელმაც განცხადება ინტერნეტით გაავრცელა. ეს არის პირველი ძლიერი ტერორისტული თავდასხმა ინდოეთზე მას შემდეგ, რაც ივლისში კოორდინირებული აფეთქებები მოხდა ქვეყნის ფინანსურ დედაქალაქ მუმბაიში, რომლის დროსაც 26 ადამიანი დაიღუპა. გამოძიებამ დღემდე ვერ დაადგინა, თუ ვინ იყო აფეთქებების ორგანიზატორი.
XS
SM
MD
LG