Accessibility links

logo-print

ნატომ შეაჩერა პატიმრების გადაყვანა ავღანეთის რამდენიმე ციხეში


ნატოს სარდლობით მოქმედმა საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერმა ძალებმა შეაჩერეს ავღანეთის ზოგიერთ ციხეში პატიმრების ტრანსპორტირება. ამის მიზეზი გახდა გაეროს მიერ გამოსაქვეყნებლად მომზადებული ანგარიში, რომლის თანახმად ავღანეთის ზოგიერთ ციხეებში ადგილი აქვს არაადამიანურ მოპყრობას და წამებას. ნატოს წარმომადგენელმა ავღანეთში, გენერალმა გარსტენ იაკობსონმა დაადასტურა, რომ ბრალდებების გადამოწმებამდე საეჭვო საპატიმროებში პატიმართა გადაყვანა შეჩერებულია. „უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ჩვენ შევაჩერეთ პატიმართა გადაყვანა ცალკეულ დაწესებულებებში. ჩვენ ინფორმირებულნი ვართ და ველოდებით გაეროს ანგარიშს, რომელსაც გავეცნობით. ჩვენ არ შეგვიწყვეტია პატიმრების გადაყვანა საერთოდ, არამედ მხოლოდ ზოგიერთ დაწესებულებაში.“ ბიბისის თანახმად, ავღანეთში გაეროს მისიის მიერ მომზადებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ავღანეთის ზოგიერთ საპატიმროში პატიმრებს ცემენ, ზოგჯერ, იყენებენ ელექტროშოკს და ემუქრებიან გაუპატიურებით. ავღანეთში გაეროს მისიის შესაბამისი ანგარიში, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება.
XS
SM
MD
LG