Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კულტურის მინისტრი სტურუასთვის ახალი წინადადების შეთავაზებას უარყოფს


კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკა რურუა თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ რეჟისორ რობერტ სტურიასთვის ახალი წინადადების შეთავაზებას კატეგორიულად უარყოფს. რუსთაველის თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელის, რეჟისორ რობერტ სტურუას მტკიცებით, თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ მას სეზონზე მხოლოდ ორი სპექტაკლის დადგმა და დიდი ჰონორარი შესთავაზეს. როგორც რურუამ ჟურნალისტებს განუცხადა, კულტურის სამინისტრო საკუთარი პრეროგატივიდან გამომდინარე, ასეთ შეთავაზებებს არ აკეთებს. რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან 9 აგვისტოს გაათავისუფლეს, კულტურის მინისტრის, ნიკა რურუას ბრძანების საფუძველზე. გადაწყვეტილების მიზეზი რეჟისორის მიერ გაკეთებული ქსენოფობიური შინაარსის გამოთქმები გახდა.
XS
SM
MD
LG