Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თვითაღიარებულ სამხრეთ ოსეთში სამხედრო სწავლება დაიწყო


მოტომსროლელი ბატალიონის 300 რუსი სამხედრო და 70 ერთეული საბრძოლო ტექნიკა მონაწილეობს ტაქტიკურ წვრთნებში, რომელიც თვითაღიარებულ სამხრეთ ოსეთში განთავსებულ რუსულ სამხედრო ბაზაზე დღეს დაიწყო, ამის შესახებ ახალი ამბების სააეგნტო „პრაიმ-ნიუსი“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით იწუყება. მიმდინარე წვრთნებს ძარცემის პოლიგონზე რუსული სამხედრო ბაზის მეთაური, გვარდიის პოლკოვნიკი ალექსანდრე შუშუკინი ხელმძღვანელობს. რუსეთისა სამხედრო უწყებსი წარმომადგენელთა ცნობით, სასწავლო კომპლექსში, საბრძოლოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში, მოტომსროლელ სამხედროებს მოუწევთ მომგებიანი საცეცხლე პოზიციის არჩევის, მათი საინჟინრო აღჭურვის საკითხების დამუშავება, ასევე საჰაერო თავდაცვის ძალებთან და არტილერიასთან ბრძოლის ველზე ურთიერთქმედებების გამომუშავება სხვადასხვა ტაქტიკური საკითხების გადაწყვეტისას.
XS
SM
MD
LG