Accessibility links

თსუ-ს ეწვევა ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დღეს ეწვევა ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე თავდაცვისა და პოლიტიკური დაგეგმარების საკითხებში ჰუსეინ დირიოზი. ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე ნატო-საქართველოს ურთიერთობებისა და წლიური ეროვნული პროგრამის შესახებ ისაუბრებს. შეხვედრას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ელენე ხოშტარია, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა ინსტიტუტების წარმომადგენლები დაესწრებიან.
XS
SM
MD
LG