Accessibility links

logo-print

სირიაში არაბული ლიგის თავმჯდომარის ვიზიტი გადაიდო


გადაიდო სირიაში არაბული ლიგის თავმჯდომარის, ნაბილ ელარაბის დღეს დაგეგმილი ვიზიტი. გავცელებული ინფორმაციის თანახმად, სირიის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ლიგის თავმჯდომარეს ვიზიტის გადადება სთხოვეს. ლიგის თავმჯდომარე გემავდა კვლავ მოეწოდებინა დამასკოსთვის, შეწყვიტოს რეპრესიები ანტისახელმწიფოებრივი აქციების მონაწილეების მიმართ. როგორც სირიაში შეერთებული შტატების ელჩმა, რობერტ ფორდმა განაცხადა სამშაბათს, მიუხედავად იმისა, რომ არეულობების დროს სირიის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებიც დაიღუპნენ, საბოლოო ანგარიშით, სისხლისღვრაზე მთელი პასუხისმგებლობა სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის რეჟიმს ეკისრება.
XS
SM
MD
LG