Accessibility links

logo-print

პაკისტანში თვითმკვლელებმა 20 ადამიანი დახოცეს


ორი თვითმკვლელი მოიერიშის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე ათეული დაიჭრა პაკისტანის ქალაქ კვეტაში. თავდამსხმელების სამიზნე ქალაქში მცხოვრები უმაღლესი რანგის პაკისტანელი სამხედროების იყვნენ. აი რა უამბო ჩვენ რადიომსმენელებს აფეთქებიდან რამდენიმე წუთში რადიო მაშაალის კორესპონდენტმა ხუდაი ნურ ნასარმა. „აფეთქება მოხდა კვეტას საგანგებო წარმომადგენლის ოფისისა და ანტიტერორისტული სასამართლოს შენობის წინ. მე შემთხვევის ადგილზე ვიმყოფები. ვხედავ ცეცხლის ალში გახვეულ სატვირთო მანქანას და ავტომობილს. ეს იყო ძლიერი აფეთქება და ვხედავ მიმდებარე ტერიტორიაზე მიმოფანტულ ადამიანის სხეულის კიდურებს.“ დაუდგენელ ადგილიდან პაკისტანის თალიბანის წარმომადგენელმა ეჰსანულა ეჰშანმა სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ ამ აფეთქებებით ჯგუფმა რევანში აიღო ალ ყაიდის სამი სავარაუდო წევრის დაპატიმრებისათვის. პირველა თვითმკვლელმა თავი კვეტას საზღვრისპრა სახმედრო კორპუსის სარდლის მოადგილის სახლთან აიფეთქა, მეორემ კი - სახლში. მეთაური გადარჩა, თუმცა აფეთქებას ემსხვერპლა სასაზღვრო უწყების 8 წევრი, რომლებიც შენობაში იმყოფებოდნენ.
XS
SM
MD
LG