Accessibility links

logo-print

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი პაკისტანს ეწვევა


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ალი აკბარ სალეჰი პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრება. სალეჰი მონაწილეობას მიიღებს ირან-პაკისტანის ეკონომიკური თანამშროლობის კომისიის მე-19 შეხვედრაში, რომელიც პაკისტანში 7-8 სექტემბერს გაიმართება. მთავრი თემაა ორი ქვეყნის თანამშრომლობაა ენერგეტიკის სფეროში. ირანი და პაკისტანი განიხილავენ ირანის ბუნებრივი აირის მიწოდებას, რაც პაკისტანისათვის ახალი გაზსადენის საშუალებით ირანის სამხრეთ პარსის საბადოდან უნდა განხორციელდეს.
XS
SM
MD
LG