Accessibility links

logo-print

yahoo-ს აღმასრულებელი დირექტორი სამსახურიდან დაითხოვეს


ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინტერნეტ-კომპანიის, yahoo-ს აღმასრულებელი დირექტორი კეროლ ბარტცი სამსახურიდან დაითხოვეს. აღნიშნულის შესახებ იტყობინება დღეს დილით დირექტორთა საბჭოს მიერ გავრცელებული განცხადება. დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნულია კომპანიის ფინანსური დირექტორი ტიმოთი მორსი. კეროლ ბარტცი კომპანიას 2009 წლიდან ხელმძღვანელობდა და არაერთი ცვლილება განახორციელა კომპანიის მენეჯმენტში. იმის გამო, რომ უკანასკნელ პერიოდში yahoo-ს აქციების ფასი მნიშვნელოვნად დაეცა, კეროლ ბარტცი კრიტიკის ობიექტად იქცა.
XS
SM
MD
LG