Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გაზპრომი“ ყირგიზეთში 100 მილიონ დოლარს დახარჯავს


რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომის“ დირექტორმა ალექსეი მილერმა ბიშკეკში განაცხადა, რომ კომპანია მალე დაიწყებს ნახშირწყალბადის საბადოების მოძიების სამუშაოებს, რისთვისაც 100 მილიონი დოლარის დახარჯვას გეგმავს. გაზპრომის სამუშაოებზე სასაუბროდ მილერი ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრ ალმაზ ატამბაევს შეხვდა. მილერის განცხადებით, მხარეები მუშაობენ, რათა ბოლომდე მიიყვანონ გარიგება „გაზპრომის“ მიერ ყირგიზგაზისა და ყირგიზნავთობგზასი კომპანიების აქციათა შესყიდვის თაობაზე.
XS
SM
MD
LG