Accessibility links

logo-print

43 ადამიანი დაიღუპა რუსეთში ავიაკატასტროფაში


ბოლო მონაცემებით 43 ადამიანი დაიღუპა საავიაციო კატასტროფის შედეგად ქალაქ იაროსლავლის მახლობლად, მოსკოვიდან 200 კილომეტრის დაშორებით. ბოლო ინფორმაციით, იაკ-42 ის ტიპის თვითმფრინავი აფრენისთანავე ჩამოვარდა და ცეცხლის ალში გაეხვია. რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე 45 ადამიანი იმყოფებოდა, აქედან 37 -ჰოკეისტთა გუნდის წარმომადგენელი და 8 - ეკიპაჟის წევრი. თვითმფრინავს მინსკში გადაჰყავდა იაროსლავლის "ლოკომოტივის" ჰოკეისტთა გუნდი, რომელსაც 2011-2012 წლის სეზონის პირველი მატჩი უნდა ეთამაშა. ორი ცოცხლად გადარჩენილი მგზავრი უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება.

.
XS
SM
MD
LG