Accessibility links

logo-print

საქართველო უარყოფს ინფორმაციას რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტაზე


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს რუსული პრესით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თბილისმა და მოსკოვმა ურთიერთობა შესაძლოა, შვეიცარიის შუამავლობითაც შეწყვიტონ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ ეტაპზე მსგავსი გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველომ შესაძლოა, მოსკოვიდან გაიწვიოს საკონსულოს თანამშრომლები და თბილისიდან რუსი დიპლომატები გააძევოს, დღეს გაავრცელა გაზეთმა ”კომერსანტმა.” მან ”ახალი სკანდალის” საფუძვლად დაასახელა მოსკოვში შვეიცარიის საელჩოსთან მოქმედი საქართველოს საკონსულო სექციისთვის შექმნილი პრობლემები და საქართველოს მიერ საკუთრებად მიჩნეული, მოსკოვში მდებარე სასტუმრო სახლის, ”თბილისის” აუქციონზე გაყიდვა.
XS
SM
MD
LG