Accessibility links

logo-print

ძარცემის პოლიგონზე მიმდინარეობს რუსეთის სამხედრო ბაზის პირადი შემადგენლობის ტაქტიკური წვრთნა


ძარცემის პოლიგონზე მიმდინარეობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მდებარე რუსეთის სამხედრო ბაზის პირადი შემადგენლობის ტაქტიკური წვრთნა. სააგენტო რესი რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით იუწყება, რომ საბრძოლო პირობებთან მაქსიმალურად მიახლოებული სწავლების მიზანია ნებისმიერ რელიეფსა და კლიმატურ პირობებში საბრძოლო მოქმედებების წარმოების სრულყოფა ოფიცერთა დონეზე. ამავე წყაროს ცნობით, ტაქტიკურ წვრთნაში მონაწილეობს 300-ზე მეტი სამხედრო და 70 ერთეული საბრძოლო ტექნიკა.
XS
SM
MD
LG