Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოქვეყნდა 142 ქვეყნის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ყოველწლიური რეიტინგი


მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ექსპერტებმა გამოაქვეყნეს 142 ქვეყნის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ყოველწლიური რეიტინგი. შარშან საქართველო ამ რეიტინგში 93-ე იყო, წელს კი, 88-ე ადგილზეა. სამხრეთ კავკასიაში ყველაზე კარგი მაჩვენებელი აქვს აზერბაიჯანს, რომელიც წელს 55-ეა, სომხეთი კი - რეიტინგში 92-ე ადგილზეა. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ექსპერტები ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის დონეს რამდენიმე კრიტერიუმით განსაზღვრავენ. მათ შორისაა საბაზრო ინსტიტუტების სიმწიფე, ინფრასტრუქტურის და ტექნოლოგიების განვითარება, მაკროეკონომიკური სტაბილურობა და ჯანდაცვის და განათლების დონე. წლევანდელ რეიტინგში პირველობა შეინარჩუნა შვეიცარიამ, რომელსაც სინგაპური და შვედეთი მოსდევენ. პირველ ხუთეულში არიან ფინეთი და აშშ.
XS
SM
MD
LG