Accessibility links

logo-print

საფრანგეთმა სირიას კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულში დასდო ბრალი


საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალან ჟუპემ სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ალ-ასადს, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულში დასდო ბრალი. ჟუპემ ამის შესახებ მოსკოვში, საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან საუბრის დროს განაცხადა. ჟუპემ იქვე იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი მალე შეუერთდება სირიის მიმართ სანქციებს. დასავლეთს სურს სირიის მიმართ სანციების დაწესება, მაგრამ მათ რუსეთი და ჩინეთი უწევენ წინააღმდეგობას. სირიიდან აქტივისტები იუწყებიან, რომ უშიშროების ძალებმა იქ დღეს 12 ადამიანი მოკლეს. არაბული ლიგის გენერალური მდივანი, ნაბილ ალ-არაბი სამი დღით გვიან, შაბათს ჩავა სირიაში.
XS
SM
MD
LG