Accessibility links

მუბარაქის სასამართლოს მეოთხე სხდომა შედგა


ეგვიპტის ყოფილი მმართველის, ჰოსნი მუბარაქის სასამართლო პროცესი გაგრძელდა დღეს კაიროში, სადაც გაიმართა სამ აგვისტოს დაწყებული პროცესის მეოთხე სხდომა. 83 წლის მუბარაქი საავადმყოფოდან შვეულმფრენით მიიყვანეს შენობასთან, სადაც ის სასამართლოს დაბრაზში საკაცით შეიყვანეს. დღევანდელ სხდომაზე გაგრძელდა მოწმეთა დაკითხვა. მუბარაქს, რომელიც 30 წელიწადი მართავდა ეგვიპტეს, ბრალად ედება კორუპცია და წლევანდელი მასობრივი გამოსვლების დროს დემონსტრანტების დახოცვაში თანამონაწილეობა. გამოსვლების შედეგად მისი რეჟიმი დაემხო. მუბარაქი თავს დამნაშავედ არ ცნობს.
XS
SM
MD
LG