Accessibility links

მუბარაქის პროცესზე ეგვიპტის სამხედრო საბჭოს ხელმძღვანელს გამოიძახებენ


ეგვიპტის მმართველი სამხედრო საბჭოს ხელმძღვანელს ყოფილი პრეზიდენტის ჰოსნი მუბარაქის სასამართლო პროცესზე ჩვენების მისაცემად გამოიძახებენ. მოჰამად ტანტავი და სამხედრო საბჭოს კიდევ რამდენიმე წევრი, რომლებიც ასევე გამოიძახეს სასამართლოში, მუბარაქის ახლო მოკავშირეები იყვნენ. ჰოსნი მუბარაქს ბრალი ედება საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიმართ ცეცხლის გახსნის ბრძანების გაცემაში ედება ბრალი. ის უარყოფს ბრალდებას. ტანტავიმ და სამხედრო საბჭოს სხვა წევრებმა სასამართლოს დახურულ სხდომაზე უნდა მისცენ ჩვენება. სხდომის დაწყება კვირას არის დაგეგმილი. მოსამართლემ ოთხშაბათს განაცხადა, რომ სხდომა დახურული იქნება ”ეროვნული უსაფრთხოების დაცვის” მიზნით. ეგვიპტეში 18-დღიანი ამბოხების დროს კაიროში საპროტესტო აქციების 850 მონაწილე მოკლეს. მუბარაქის სასამართლო პროცესი 3 აგვისტო დაიწყო.
XS
SM
MD
LG