Accessibility links

logo-print

მუამარ კადაფიმ უარყო ცნობა ნიგერში გაქცევის შესახებ


ლიბიის ყოფილმა ლიდერმა მუამარ კადაფიმ სიცრუე უწოდა ცნობას მეზობელ ნიგერში გაქცევის შესახებ. კადაფიმ სატელეფონო ინტერვიუ მისცა სირიაში არსებულ სატელევიზიო არხს და განაცხადა, რომ მის მიერ ლიბიის დატოვებისა და ნიგერში წასვლის შესახებ ინფორმაცია ”ფსიქოლოგიური ომი და ტყუილია”. კადაფი იმუქრება, რომ ის დაამარცხებს ნატოს და იმ ”ვირთხებს”, ვინც ”დაიპყრო მისი ქვეყანა”. პარალელურად, ნიგერის საგარეო საქმეთა მინისტრმა ”ბიბისი”-ს განუცხადა, რომ ნიგერი გადაწყვეტს შეიფაროს კადაფი, თუ ის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადასცეს. პენტაგონი აცხადებს, რომ არ გააჩნია ინფორმაცია, რომელიც კადაფის მიერ ლიბიის დატოვებაზე მიანიშნებს.
XS
SM
MD
LG