Accessibility links

რუსეთის პრეზიდენტი იაროსლავლში თათბირს ატარებს


რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი იაროსლავლში ჩავიდა, სადაც ოპერატიულ თათბირს ატარებს ”იაკ-42”-ის ტიპის თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზების გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. მედვედევმა განაცხადა, რომ აუცილებელია რუსეთში მოქმედი ავიაკომპანიების რაოდენობის მკვეთრად შემცირება. დმიტრი მედვედევმა დღეს ავიაკატასტროფის ადგილი მოინახულა. კატასტროფა ოთხშაბათს, აეროპორტ ”ტუნოშნასთან” ახლოს, თვითმფრინავის აფრენისას მოხდა. თვითმფრინავში მყოფი 45-დან ორი ადამიანი გადარჩა. მგზავრები ჰოკეის გუნდ იაროსლავლის ”ლოკომოტივის” გუნდის წევრები და მწვრთნელები იყვნენ. გადარჩა ერთი ჰოკეისტი და ეკიპაჟის ერთი წევრი. ისინი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფებიან.
XS
SM
MD
LG