Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოხუმში შსს-ს თანამშრომლებს სატელეფონო საუბრების უკანონოდ მოსმენაში ადანაშაულებენ


აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შსს-ს თანამშრომლებს სატელეფონო საუბრების უკანონოდ მოსმენაში ადანაშაულებენ. სააგენტო ”აფსნიპრესი” ადგილობრივ პროკურატურაზე დაყრდნობით იუწყება, რომ პირებმა, რომელთა წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, სატელეფონო საუბრების ფარულად მოსმენისთვის საჭირო აპარატურა რუსეთში შეიძინეს. ამავე წყაროს ცნობით, უკანონო მოსმენა ივლისიდან აგვისტომდე მიმდინარეობდა. კონკრეტულად ვის უსმენდნენ და ვის წინააღმდეგაა აღძრული სისხლის სამართლის საქმე, ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურა ჯერჯერობით არაფერს იუწყება.
XS
SM
MD
LG