Accessibility links

logo-print

აშშ-ის ელჩის გაწვევა მოითხოვა ლეიბორისტულმა პარტიამ


საქართველოდან აშშ-ის ელჩის გაწვევა მოითხოვა ლეიბორისტულმა პარტიამ. მისმა ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ჯონ ბასი დიპლომატიური საქმიანობის გარდა, უხეშად ერევა სახელმწიფოს მართვასა და შიდა პოლიტიკაში. ნათელაშვილის შეფასებით, ბასი "საგანგებო და სრულუფლებიან პროკურორად” გადაიქცა. ლეიბორისტული პარტიის ლიდერის თქმით, საქართველოდან ელჩის გაწვევის თხოვნით წერილს უგზავნის აშშ-ის პრეზიდენტსა და კონგრესს.
XS
SM
MD
LG