Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანელების დამოუკიდებელმა გამოძიებამ დაადგინა ერაყში სამოქალაქო პირის სიკვდილის მიზეზი


ბრიტანეთის მიერ ჩატარებულმა დამოუკიდებელმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრიტანელმა ჯარისკაცებმა 2003 წელს სამხრეთ ერაყში ცემით მოკლეს ერაყელი სამოქალაქო პირი, რაც იყო „გაუმართლებელი და სასტიკი ძალადობის“ შედეგი. სასტუმროს თანამშრომელი ბაჰა მუსა ცხრა პირთან ერთად დააკავეს ქალაქ ბასრაში, სადაც ბრიტანელი ჯარისკაცები იარაღსა და მეამბოხეებს ეძებდნენ 2003 წლის სექტემბერში. დაკავებულები წაიყვანეს ბრიტანეთის სამხედრო ბაზაზე, სადაც მათ თავზე ტომრები ჩამოაცვეს, ხელებზე ბორკილები დაადეს და ცემეს. შედეგად, 26 წლის ბაჰა მუსას სხეულის 100-მდე დაზიანება მიაყენეს. ის დაკავებიდან ორ დღეში გარდაიცვალა. მომხდარის დამოუკიდებელი გამოძიება 2009 წელს დაიწყო ბრიტანეთის მაშინდელი, ლეიბორისტული მთავრობის ინიციატივით და 20 მილიონამდე დოლარი დაჯდა.
XS
SM
MD
LG