Accessibility links

logo-print

ლიბიის ყოფილი რეჟიმი ოქროს ყიდდა ხელფასების გადასახდელად


ლიბიის ცენტრალური ბანკის ახალი გუბერნატორის, ყასიმ აზუზის განცხადებით, ყოფილმა რეჟიმმა ქვეყნის ოქროს რეზევის 20-მდე პროცენტი გაყიდა მუამარ კადაფის წინააღმდეგ მიმართული ამბოხებისას, ხელფასების გადასახდელად. აზუზმა ტრიპოლიში უთხრა ჟურნალისტებს, რომ კადაფის რეჟიმმა 29 ტონა ოქრო მიყიდა ადგილობრივ მოვაჭრეებს აპრილში, როცა რეჟიმს ნაღდი ფული მოაკლდა. ლიბიის ოქროს რეზერვი, სავარაუდოდ, 145 ტონას შეადგენს. აზუზის ინფორმაციით, ცენტრალური ბანკის აქტივები ამჟამად შეადგენს 115 მილიარდამდე დოლარს და აქედან 90 მილიარდი უცხოეთშია.
XS
SM
MD
LG