Accessibility links

logo-print

აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთში წყალდიდობის გამო ასი ათასი ადამიანია ევაკუირებული


ძლიერმა წვიმამ, აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონებში, რომელსაც ზარალი მიაყენა გასულ კვირაში გრიგალმა „აირინმა“, გამოიწვია წყალდიდობა და ასი ათასზე მეტი ადამიანი აიძულა დაეტოვებინა სახლ-კარი. ამინდის სახელმწიფო სამსახურმა გააფრთხილა მოსახლეობა წყალდიდობის თაობაზე ნიუ იორკის, ნიუ ჯერსის, პენსილვანიის, კონეტიკუტის, მერილენდის და ვირჯინიის შტატებში. პენსილვანიაში ასი ათასი ადამიანია ევაკუირებული. წყალდიდობის შესახებ იუწყებიან დედაქალაქ ვაშინგტონსა და მისი შემოგარენიდან.
XS
SM
MD
LG