Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა და ავღანეთმა მოლაპარაკება დაიწყეს მომავალში სამხედრო ბაზების გამოყენების გარშემო


აშშ-ის და ავღანეთის მაღალი რანგის ოფიციალური პირები ორდღიან მოლაპარაკებას იწყებენ იმ შეთანხმების მისაღწევად, რომელმაც უნდა განსაზღვროს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ავღანეთიდან აშშ-ის ჯარის გასვლის შემდეგ. ორი მხარე ვერ რიგდება 2014 წლის შემდეგ ავღანეთში აშშ-ის მიერ სამხედრო ბაზების გამოყენების გარშემო. დღეს ერთმანეთს შეხვდენენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და ავღანეთის უშიშროების საკითხებში მრჩეველი. მოლაპარაკებას განაგრძობენ უფრო დაბალი რანგის მოხელეები. შეხვედრების მიზანია შეიქმნას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტი, რომელიც სამომავლო თანამშრომლობას განსაზღვრავს.
XS
SM
MD
LG