Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიის დე ფაქტო პრემიერი თვლის, რომ ურთულესი ბრძოლა წინაა


ლიბიის ახალმა დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა, მაჰმუდ ჯიბრილმა, პირველად მუამარ კადაფის გადაყენების შემდეგ ტრიპოლიში გამოსვლისას, თქვა, რომ განთავისულება ჯერ არ დამდგარა და უფრო დიდი გამოწვევები წინ არის. მათ თავის თანამემამულეებს მოუწროდა თავშეკავებისა და მოთმინებისკენ. გარდამავალი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ განაცხადა, რომ ლიბიის განთავისუფლება მაშინ მოხდება, როცა კადაფის დაიჭერენ ან გაანადგურებენ. ლიბიის ყოფილმა ლიდერმა მუამარ კადაფიმ სიცრუე უწოდა ცნობას მეზობელ ნიგერში გაქცევის შესახებ. კადაფიმ სატელეფონო ინტერვიუ მისცა სირიაში არსებულ სატელევიზიო არხს და განაცხადა, რომ მის მიერ ლიბიის დატოვებისა და ნიგერში წასვლის შესახებ ინფორმაცია ”ფსიქოლოგიური ომი და ტყუილია”. კადაფი იმუქრება, რომ ის დაამარცხებს ნატოს და იმ ”ვირთხებს”, ვინც ”დაიპყრო მისი ქვეყანა”. პარალელურად, ნიგერის საგარეო საქმეთა მინისტრმა ”ბი-ბი-სის“ განუცხადა, რომ ნიგერი გადაწყვეტს შეიფაროს კადაფი, თუ ის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადასცეს. პენტაგონი აცხადებს, რომ არ გააჩნია ინფორმაცია, რომელიც კადაფის მიერ ლიბიის დატოვებაზე მიანიშნებს.
სისხლის სამართლის საერთაშორსო სასამარლოს პროკურორმა, ლუი მორენო-ოკამპომ განაცხადა, რომ თხოვნით მიმართა ინტერპოლს, დახმარება გაუწიოს სასამარლოს კადაფის დაპატიმრებაში კაციობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის.
XS
SM
MD
LG