Accessibility links

logo-print

გამოვიდა სახელმძღვანელო ადამიანის უფლებებზე ჯანდაცვის სფეროში


გამოვიდა სახელმძღვანელო "ადამიანის უფლებები ჯანმრთელობის დაცვის სფეროში". წიგნი პრაქტიკული დანიშნულებისაა და წამოადგენს გზამკვლევს იურისტებისთვის, რათა მათ გაუადვილდეთ სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენება ჯანდაცვის სფეროში ადამიანის უფლებების დასაცავად. სახელმძღვანელოში განხილულია კონსტიტუციური დებულებები, კონვენციები, კანონები, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, სამედიცინო მომსახურების გამწევის და პაციენტის უფლება-მოვალეობანი და პაციენტებთან და ჯანდაცვის მომსახურების მიმწოდებლებთან დაკავშირებული რეალური მაგალითები და საქმეები. გამოცემაზე მუშაობდნენ: ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველოს" კანონის, მედიისა და ჯანმრთელობის ინიციატივა, ღია საზოგადოების ინსტიტუტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამა და ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამები. სახელმძღვანელოს პრეზენტაცია დღეს გაიმართება.
XS
SM
MD
LG