Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ჰერკულესი” გასაფიცად ემზადება


საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი დღეს ქუთაისში ქარხანა ”ჰერკულესის” კოლექტივს შეხვდება. ქარხნის კოლექტივი და პროფკავშირები კომპანიის ადმინისტრაცია დასაქმებულთა მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის 3 დღის ვადას აძლევს. თუკი ამ ხნის განმავლობაში ადმინისტრაცია პროფკავშირებთან მოლაპარაკებების გამართვას და შეთანხმების დადებას არ დათანხმდება, ”ჰერკულესში” სრულმასშტაბიანი გაფიცვა დაიწყება.გაფიცვის დაწყების სავარაუდო თარიღად 13 სექტემბერი სახელდება. გაფიცვის გადაწყვეტილება დასაქმებულებმა საწარმოში არსებული მძიმე შრომითი პირობებისა და თანამშრომელთა გათავისუფლების გამო მიიღეს.
XS
SM
MD
LG