Accessibility links

logo-print

ობამამ სამოქმედო გეგმა წარმოადგინა


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ წარმოადგინა გეგმა, რომელიც ქვეყანაში მეტი სამუშაო ადგილების შექმნას ითვალისწინებს. კონგრესის საგანგებო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, ობამამ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი ზომების რეალიზებაზე 450 მილიარდი დოლარი დაიხარჯება. გეგმა ხელფასზე გადასახადების შემცირებას, ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობაზე დანახარჯებისა და უმუშევართათვის დახმარების გაზრდას ითვალისწინებს. ბარაკ ობამას თქმით, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა ის უმთავრესი ამოცანაა, რომელიც აშშ-ის ეკონომიკას კრიზისული გამოვლინებების გადალახვაში დაეხმარება. უმუშევრობის დონე ამერიკაში ამჟამად 9.1 პროცენტს შეადგენს. მისი შემცირება მიჩნეულია მთავარ ფაქტორად, რამაც ობამას 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება უნდა უზრუნველყოს
XS
SM
MD
LG