Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიუ-იორკში ტერაქტის საფრთხე სარწმუნოდ ჩაითვალა


ნიუ-იორკში ტერაქტის საფრთხის შესახებ ინფორმაცია სანდოა, თუმცა დაუდასტურებელი, - ამის შესახებ ნიუ-იორკის მერმა განაცხადა. ბლუმბერგის თანახმად, ქალაქის პოლიცია დამატებით ზომებს მიმართავს, რათა უზრუნველყოს ნიუ-იორკის მცხოვრებთა უსაფრთხოება. აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენელმა მეტ ჩანდლერმა დაადასტურა ასეთი ინფორმაციის არსებობა, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია. პაკისტანში, ოსამა ბინ ლადენის რეზიდენციაში ნაპოვნი ინფორმაციის თანახმად, ალ ყაიდა 11 სექტემბრის ტერაქტის მე-10 წლისთავზე გეგმავს აშშ-ზე შეტევას. შესაბამისად, ტერაქტის წლისთავის მოახლოებასთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაძლიერდა.
XS
SM
MD
LG