Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდოვეთის პრემიერ-მინისტრი დნესტრისპირეთის ლიდერს ხვდება


მოლდოვეთის პრემიერ-მინისტრი დღეს სეპარატისტული დნესტრისპირეთის ლიდერთან საგანგებო შეხვედრას გამართავს. ვლად ფილატი და იგორ სმირნოვი ბერლინში, ეუთოს მხარდაჭერით ორგანიზებულ მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას. მოლდოვეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, მოლაპარაკება ნდობის აღდგენას ითვალისწინებს და ფოკუსირებული იქნება ისეთ პრაქტიკულ საკითხებზე, როგორიცაა მოლდოვეთსა და დნესტრისპირეთს შორის სატელეფონო კავშირის აღდგენა. დნესტრისპირეთის რეგიონზე, რომელიც მოლდოვეთის აღმოსავლეთით მდებარეობს, კიშინიოვმა 1992 წლის შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ დაკარგა კონტროლი.
XS
SM
MD
LG