Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაღესტანში მომხდარი თავდასხმებისას 6 კაცი დაიჭრა


წუხელ მომხდარი აფეთქებისას, 4 პოლიციელი დაშავდა დაღესტნის დედაქალაქ მახაჩყალაში. 400 კილოგრამის ტროტილის სიძლიერის ასაფეთქებელი მოწყობილობა საგზაო-საპატრულო სამსახურის რაზმის სვლაგეზზე აფეთქდა, იტყობინება დაღესტნის შინაგან საქმეთა სამინისტრო. ხუთშაბათს ორი მესაზღვრე დაიჭრა მოიერიშეების თავდასხმის შედეგად რესპუბლიკის ცუნტინის რაიონში. საგუშაგო ავტომატებიდან და ყუმბარსატყორცნებიდან დაიცხრილა.
XS
SM
MD
LG