Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფრანგულმა კომპანიამ კასპიის ზღვაში ბუნებრივი აირის საბადო აღმოაჩინა


ფრანგულმა ენერგეტიკულმა კომპანია „ტოტალმა“ განაცხადა, რომ აღმოაჩინა ბუნებრივი აირის მნიშვნელოვანი საბადო კასპიის ზღვის აზერბაიჯანის სექტორში. აღმოჩენა განხორციელდა ბაქოდან 100 კილომეტრის დაშორებით, აბშერონის საბადოზე. „ეს აღმოცენა ძალიან მნიშვნელოვანია რესურსების თავალსაზრისით“, - განაცხადა „ტოტალის“ ვიცე-პრეზიდენტმა მარკ ბლეიზოტმა. ბუნებრივი აირი 6,5 მეტრის სიღრმიდან ამოვიდა და როგორც გეოლოგები ფიქრობენ, სტრუქტურა შესაძლოა 270 კვადრატულ კილომეტრამდე გაფართოვდეს.
XS
SM
MD
LG