Accessibility links

logo-print

ერაყში მოკლეს ჟურნალისტი, რომელიც ხელისუფლებას აკრიტიკებდა


ერაყში მოკლეს ჟურნალისტი, რომელიც აკრიტიკებდა ერაყის მთავრობას და აცხადებდა, რომ იგი განიცდიდა დევნა ერაყის არმიისაგან, სადაც სამსახურის პირობები ძალიან დაბალ დონეზეა. 30 წლის ჰადი ალ მეჰდის, საკუთარი საავტორო პროგრამა ჰქონდა ბაღდადის რადიოში, საიდანაც მოუწოდებდა მთავრობას, რათა გაეუმჯობესებინა წყლის და ელექტრონერგიის მიწოდება სახელმწიფო სტრუქტურებში. იგი იყენებდა ფეისბუკსაც, რათა ორგანიზება მოეხდინა ყოველი ხუთშაბათობით საპროტესტო გამოსვლებისათვის ბაღდადის ქუჩებში. პოლიციის ანონიმი წარმომდგენლის თქმით ჟურნალისტი დღეს მოკლეს ბაღდადში. დეტალები უცნობია.
XS
SM
MD
LG