Accessibility links

logo-print

სამი წლის მანძილზე მოსკოვმა და სოხუმმა 50-ზე მეტი ხელშეკრულება გააფორმეს


დღეს 3 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა მის მიერ აღიარებულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა. სააგენტო აფსნიპრესს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მაქსიმ ღვინჯიამ დღეს განუცხადა, რომ რუსეთის სახით აფხაზეთმა მნიშვნელოვანი და სამართლიანი მოკავშირე შეიძინა. ღვინჯიას თქმით, დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან სამი წლის განმავლობაში, მოსკოვმა და სოხუმმა 50-ზე მეტი ხელშეკრულება გააფორმეს.
XS
SM
MD
LG