Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ბაზარზე შესაძლოა ”ნაბეღლავიც” დაბრუნდეს


რუსეთის ბაზარზე ”ბორჯომთან” ერთად, შესაძლოა, მინერალური წყალი ”ნაბეღლავიც” დაბრუნდეს - ამის შესახებ გაზეთი იზვესტია იუწყება. მისივე ცნობით, 8 სექტემბერს ფედერალურმა სამსახურმა ”როსპატენტმა” სავაჭრო ნიშნის რეგისტრაციის განაცხადი მიიღო ”ნაბეღლავის” მწარმოებელი კომპანიისგან. თავად ამ კომპანიის ექსპორტის მენეჯერმა ლევან ჩიქოვანმა დღეს სააგენტო პირველს განუცხადა, რომ ”ნაბეღლავი” რუსეთში საქართველოსთან პოლიტიკური ურთიერთობის მოგვარების, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებისა და მის მიერ ამ ორგანიზაციის მოთხოვნათა დაკმაყოფილების შემდეგ დაბრუნდება.
XS
SM
MD
LG