Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დიპლომატები მიიწვიეს


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, რომელმაც ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევაში რუსეთი 7 სექტემბერს დაადანაშაულა, დღეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდის და საფრანგეთის ელჩებს და ევროკავშირის დელეგაციისა და ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიის ხელმძღვანელებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე შეხვდა. ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების კიდევ ერთხელ დარღვევა და საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოჭრა მიზნად ისახავს ვითარების შემდგომ ესკალაციას. თბილისმა მოუწოდა უცხოელ დიპლომატებს, სათანადოდ შეაფასონ რუსეთის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტი და განაგრძონ ზეწოლა რუსეთზე, რათა მან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შეასრულოს და პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება მი-8 ტიპის სამხედრო ვერტმფრენების მიერ საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ, 8 სექტემბერს უარყო რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ.
XS
SM
MD
LG