Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინტერპოლმა მუამარ კადაფის დაპატიმრების სანქცია გასცა


ინტერპოლმა ლიბიის დამხობილი ლიდერის მუამარ კადაფის, მისი შვილის სეიფ ალ ისალმისა და ქვეყნის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის აბდულ ალ სენსუსის დაპატიმრების სანქცია გასცა. სამივე იძებნება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს თხოვნით, რომელმაც მათ დაპატიმრებაზე ამა წლის ივნისში გასცა ორდერი. დღეს ცნობილი გახდა, რომ მუამარ კადაფის მომხრეთა ერთი ჯგუფი ნიგერში გაიქცა. ლიბიის ყოფილი ლიდერის ადგილსამყოფელი ჯერჯერობით კვლავ უცნობია. გუშინდელ აუდიომიმართვაში მან განაცხადა, რომ არ დაუტოვებია ლიბია.
XS
SM
MD
LG