Accessibility links

logo-print

ლიბიაში მოხდა შეტაკება კადაფის მშობლიურ ქალაქთან


ლიბიაში ყოფილი ლიდერის, მუამარ კადაფის მომხრეებსა და ქვეყნის გარდამავალი მთავრობის მებრძოლებს შორის შეტაკება მოხდა კადაფის მშობლიურ ქალაქ სურთთან. იუწყებიან აგრეთვე, რომ ახალი მთავრობის მებრძოლები შევიდნენ ბანი ვალიდში - ქალაქში, რომელსაც აქამდე კადაფის მომხრეები აკონტროლებდნენ. ბანი ვალიდი დედაქალაქ ტრიპოლის სამხრეთ-აღმოსავლეთით, 150-მდე კილომეტრში მდებარეობს. ეროვნულ გარდამავალ საბჭოს ბანი ვალიდსა და სურთში მყოფი მოწინააღმდეგეებისათვის წაყენებული აქვს ულტიმატუმი, რომ შაბათამდე დაყარონ იარაღი. წინააღმდეგ შემთხვევაში დაიწყება სამხედრო იერიშები მუამარ კადაფის ამ ქალაქებში მყოფი მომხრეების წინააღმდეგ. ამასობაში, ინტერპოლმა გასცა კადაფის, მისი ვაჟიშვილის, საიდ ალ-ისლამისა და დაზვერვის უწყების ხელმძღვანელ აბუდლა ალ-სენუსის დაპატიმრების სანქცია.
XS
SM
MD
LG