Accessibility links

აშშ აცხადებს, რომ შეიქმნება გლობალური ფორუმი ტერორიზმთან საბრძოლველად


შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ახლო მომავალში ამოქმედდება კონტრტერორიზმის გლობალური ფორუმი - ახალი არაოფიციალური, საერთაშორისო კონტრტერორისტული ორგანო 30-ზე მეტი ქვეყნის მონაწილეობით. სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, ფორუმის მიზანია, დაეხმაროს იმ ქვეყნებსა და რეგიონებს, რომლებშიც განსაკუთრებით მწვავეა ტერორიზმის საფრთხე, რათა მათ უკეთ გაართვან თავი ამოცანებს და საამისოდ არსებობდეს შესაბამისი საერთაშორისო სტრუქტურა. ახალი ფორუმი მუშაობას დაიწყებს მიმდინარე თვეში, გაეროს გენერალური ასამბლეის დროს, ასამბლეაში მონაწილე საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრით. დღესვე აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გასცა განკარგულება, მიღებულ იქნეს ზომები მთავრობის მიერ საჯარო კომუნიკაციის ინსტრუმენტების საკოორდინაციოდ, ექსტრემიზმის იდეოლოგიასთან დასაპირისპირებლად.
XS
SM
MD
LG