Accessibility links

მოლდავეთის პრემიერ-მინისტრი სეპარატისტების ლიდერს შეხვდა


მოლდავეთის პრემიერ-მინისტრი, ვლად ფილატი დღეს შეხვდა სეპარატისტული დნესტრისპირეთის ლიდერს, იგორ სმირნოვს. მოლაპარაკებას, რომელიც ეუთოს შუამავლობით გაიმართა, უმასპინძლა სამხრეთ გერმანიის კურორტმა ბად რაიხენალმა. როგორც მოლდავეთის მინისტრმა ინტეგრაციის საკითხებში, ევგენი კარპოვმა სატელეფონო ინტერვიუში განუცხადა ჩვენს რადიოს, ორ მხარეს შორის დიალოგი ღიაა და ის იმედოვნებს, რომ განახლდება მოლაპარაკებები „5+2“-ის ფორმატით. ეს ფორმატი გულისხმობს მოლაპარაკებაში ორი დაპირისპირებული მხარის, ისევე როგორც შუამავლების - ეუთოს, რუსეთის, უკრაინის, შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მონაწილეობას.
XS
SM
MD
LG