Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტს გააცნეს ინფორმაცია ტერაქტების საფრთხის შესახებ


აშშ-ში მაღალი რანგის ოფიციალურმა პირებმა პრეზიდენტ ბარაკ ობამას გააცნეს ინფორმაცია 11 სექტემბრის ტერაქტების მეათე წლისთავთან დაკავშირებული, მორიგი ტერაქტების სავარაუდო საფრთხის თაობაზე. თეთრი სახლის პრესმდივან ჯეი კარნის განცხადებით, მრჩეველმა ტერორიზმთან ბრძოლის საკითებში, ჯონ ბრენანმა და მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხეობის საკითხებში, ტონ დონილონმა პრეზიდენტს მიაწოდეს ბოლო ცნობები შესაძლო, მაგრამ დაუდასტურებელ საფრთხეზე. იუწყებიან ასევე, რომ ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონმის განცხადებით, გულდასმით ამოწმებენ ინფორმაციას, რომ ალ-ყაიდა დგას შეერთებული შტატების წინააღმდეგ შესაძლო "დამაჯერებელი, ახალი, მაგრამ დაუდასტურებელი" ტერორისტული საფრთხის უკან. ამერიკელ ოფიციალურ პირებს არ დაუკონკრეტებიათ, რა საფრთხე იგულისხმება. ქვეყანაში უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს მიმართავენ 11 სექტემბრის ტერაქტების მეათე წლისთავის მოახლოების გამო.
XS
SM
MD
LG