Accessibility links

logo-print

11 სექტემბრის ტერაქტის წლისთავის წინ ამერიკაში უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს მიმართავენ


აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონისა და ქალაქ ნიუ-იორკის ხელმძღვანელობის თქმით, ქალაქებში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები ტარდება 11 სექტემბრის ტერაქტის მე-10 წლისთავის მოახლოებასთან დაკავშირებით. არსებობს ინფორმაცია, რომ ალ ყაიდა ამ დღეს თავდასხმის ორგანიზებას გეგმავს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ ხელისუფლება სწავლობს შეტყიბინებას, რომელსაც კლინტონმა უწოდა, „სანდო, მაგრამ დაუდასტურებელი.“ პრეზიდენტი ბარაკ ობამა მონაწილეობას მიიღებს ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში დაგეგემილ ღონისძიებებში, რომელიც ტერაქტის მსხვერპლთა პატივსაცემად გაიმართება. 10 წლის წინ განხორციელებულ კოორდინირებულ საავიაციო იერიშებს 3 ათასი ადამიანი ემსხვერპლა ნიუ-იორკში, ვაშინგტონსა და პენსილვანიაში. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ალ ყაიდამ აიღო.
XS
SM
MD
LG