Accessibility links

logo-print

უზბეკეთის ლიდერის ქალიშვილს უარი უთხრეს მოდის კვირეულში მონაწილეობაზე


ნიუ-იორკის პრესტიჟული მოდის კვირეულის ორგანიზატორებმა, ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარი უთხრეს ქალიშვილს უზბეკეთის ლიდერ ისლამ კარიმოვისა, რომლის რეჟიმსაც უფლებათადამცველები მკაცრად აკრიტიკებენ ადამიანის უფლებების შელახვის გამო. გულნარა კარიმოვას საკუთრი გაზაფხული-ზაფხულის სეზონის კოლექცია 15 სექტემბერს უნდა წარმოედგინა. ისალმ კარიმოვი, რომელიც 1989 წლის შემდეგ მართავს უზბეკეთს, არღვევს ადამიანის უფლებებს და ხელს უშლის ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებას.
XS
SM
MD
LG