Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაროსლავლში დაღუპულ ჰოკეისტებს გლოვობენ


რამდენიმე ათასი ადამიანი დაესწრო დღეს ქალაქ იაროსლავლში ავიაკატასტროფის დროს დაღუპულთა სამგლოვიარო ღონისძიებებს. ხსოვნის ღონისძიებაში მონაწილეობდა პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი, რომელმაც ყვავილებით შეამკო დაღუპულთა კუბოები. ოთხშაბათს „იაკ 42" ტიპის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა 43 ადამიანი, მათ შორის ჰოკეის გუნდის წევრები. გავრცელებული ინფორმაციით, გადარჩა თვითმფრინავში მყოფი ორი ადამიანი, რომელთა მდგომარეობაც მძიმეა.
XS
SM
MD
LG