Accessibility links

logo-print

ავღანეთში გუშინ ნატოს 5 ჯარისკაცი დაიღუპა


ავღანეთში პარასკევს მომხდარი შეტაკებებისა და აფეთქებების შედეგად ნატოს ძალების 5 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია ავღანეთში მოქმედი საერთაშორისო კოალიციის სარდლობამ დღეს გაავრცელა. დაღუპულთა წარმოშობისა და მათი დაღუპვის დეტალები ინფორმაციაში მოცემული არ არის. სექტემბრის დასაწყისში ავღანეთში 12 უცხოელი სამხედრო დაიღუპა, წლის განმავლობაში კი კოალიციამ 335 ჯარისკაცი დაკარგა.
XS
SM
MD
LG