Accessibility links

logo-print

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ფინეთთან დამარცხდა 73:87


საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები 2011 წლის ევროპის ჩემპიონატის მეორე ჯგუფურ ეტაპზე ფინეთის ნაკრებთან 14-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 73:87 დამარცხდა და მეოთხედფინალში გასვლის შანსი დაკარგა. მთელი შეხვედრის განმავლობაში ფინელების უპირატესობა აშკარად იგრძნობოდა. მათ ქართველებს შეხვედრის ოთხივე მეოთხედი მოუგეს. საქართველოს ნაკრები წლევანდელ ჩემპიონატზე ბოლო შეხვედრას საბერძნეთის ნაკრებთან ჩაატარებს.
XS
SM
MD
LG