Accessibility links

logo-print

კადაფის მომხრეებს დანებების ვადა გაუვიდათ


ლიბიის დამხობილი ლიდერის მოამარ კადაფის მომხრეებს ეწურებთა დანებებისათვის მიცემული დრო, რომლის შემდეგ ლიბიელი მეამბოხეები მათ განლაგებაზე შეტევას გეგმავს. ეროვნული გარდამავალი საბჭოს მიერ მიცემული ვადა შაბათს ამოიწურა. ოპოზიცია მოითხოვს, რათა კადაფის ლოიალურმა ძალებმა დატოვონ მთავარი საყრდენი პუნქტი - ქალაქი ბანი ვალიდი, სადაც როგორ იუწყებიან, მძიმე ბრძოლები გრძელდებოდა. მუამარ კადაფის ადგილსამყოფელი კვლავ უცნობია. არსებობს ვარაუდი, რომ მან ერთ-ერთი სასაზღვრო გასასვლელით დატოვა ლიბიის ტერიტორია. თუმცა, ახალ ვიდეო-მიმართვაში კადაფიმ თავის მომხრეებს ბრძოლის გაგრძელებისაკენ მოუწოდა. ამავდროულად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პრეზიდენტმა ქრისტინე ლაგარდემ განაცხადა, რომ ფონდი სცნობს ლიბიის გარდამავალ ეროვნულ საბჭოს.
XS
SM
MD
LG