Accessibility links

არაბული ლიგა სირიის საქმეებში ჩარევის წინააღმდეგია


სირიის წამყვანი „სანას“ ახალი ამბების სააგენტოს ცნობით, არაბული ლიგა უარყოფს რაიმე სახის საერთაშორისო ჩარევას სირიის საქმეებში. სააგენტო ეყრდნობა არაბული ლიგის თავმჯდომარეს ნაბილ ალ არაბს, რომელიც დამასკოში სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადთს შეხვდა. არაბული ლიგის ლიდერის ვიზიტი მიზნად ისახავდა ზეწოლის მოხდენას სირიის ხელისუფლებაზე, რათა შეწყდეს სისხლისმღვრელი შეტაკებები და ქვეყანაში პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები გაატარდეს. გაეროს მონაცემებით მარტიდან მოყოლებული ანტისამათავრობო გამოსვლების თანმხლებ შეტაკებებში შემდეგ სირიაში 2200 ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG