Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ექვსი გატაცებული მოიჯარადრე მოკლული იპოვეს


ავღანეთის ხელისუფლების ინფორმაციით დახოცილი იპოვეს ცხრიდან ექვსი მოიჯარადრე კომპანიის თანამშრომელი, რომლებიც კვირის დასაწყისში გაიტაცეს. როგორც ლოგარის პროვინციის ჩარხის რაიონის ხელმძღვანელმა, აბდულ ხალილ კამალმა უთხრა ფრანს პრესის სააგენტოს, სამშაბათს გატაცებული კიდევ სამი პირის ადგილსამყოფელი უცნობია. რაიონული პოლიციის უფროსმა გატაცებულთა სიკვდილი დაადასტურა. მოიჯარადრე კომპანიებში მომუშავე უცხოელებისა და ადგილობრივების გატაცება გავრცელებულია ავღანეთში და ამ დანაშაულს გამოსასყიდის მიღების მიზნით მიმართავენ როგორც ექსტრემისტები, ისე კრიმინალები.
XS
SM
MD
LG